სტამბოლში მომხდარი ნგრევის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს

სტამბოლში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. მაშველებმა ნანგრევებიდან 8 პირი ამოიყვანეს. მათგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ნგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, კორპუსი სტანდარტების შესაბამისად იყო აშენებული, თუმცა, მასზე უკანონოდ რამდენიმე სართული დააშენეს. დაკავებულია 2 ადამიანი – მათ შორის ერთ-ერთი შენობის მეპატრონეა.

მსგავსი თემები