,,აქციებზე დაკავებული 180 პირი მოვინახულეთ, მათგან 93 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში მათმა რწმუმნებულებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. მათგან 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.

,,71-მა პირმა ითხოვა რეაგირება, რის თაობაზეც მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ცხელ ხაზზე შემოვიდა 382 შეტყობინება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები