,,საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა, მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო” – როთი

,,ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის,” – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი, X -ზე წერს და ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან, ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს. ისინი საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ მათთან საუბარზე უარი განაცხადა და მათ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა:

,,საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა. ჩვენ აქ არ ვართ სასწავლებლად, აქ ვართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, მიგვიღო. მაგრამ არა პარლამენტში, არამედ ,,ქართული ოცნების” ოფისში გვიმასპინძლა”, – წერს როთი.

მსგავსი თემები