თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და ორი წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის ჩაკეტილი არაა. სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტის ეზოშიც.

ასევე, სამართალდამცავებმა ჩაკეტეს ჩიტაძის ქუჩა, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელია. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებს დაატოვებინა პარლამენტის უკანა ტერიტორია და სკვერიც.

შეგახსენებთ, რომ დღეს ,,ოცნებამ” პლენარულ სხომდაზე საბოლოო, მესამე მოსმენით უნდა განიხილოს რუსული კანონი. აქცია სწორედ ამ კანონის გასაპროტესტებლად იმართება.

მსგავსი თემები