“რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა უპასუხოდ არ დარჩება”- პესკოვი

“რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს ევროკავშირის მიერ რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას.  ამის შესახებ კრემლის პერესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე შეფასებით, ევროკავშირის ეს ნაბიჯი „უკანონოა“.

„ევროკავშირის ასეთი ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება. ეს არ არის საბაბი სწრაფი რეაქციისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის საბაბი საპასუხო გააზრებული ქმედებებისთვის. საპასუხო ქმედებები აუცილებლად იქნება, მაგრამ სრულად უნდა იყოს გააზრებული და შეესაბამებოდეს ჩვენს ინტერესებს“ – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ 1,5 მილიარდ ევროს გადასცემს.

მსგავსი თემები