,,თუ ომი გაგრძელდება, ჩვენც გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას”- ჯოზეფ ბორელი

,,უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი,  თუ ომი გაგრძელდება, ჩვენც გავაგრძელებთ მხარდაჭერას”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება.

„მინისტრები ერთხმად შეთანხმდნენ უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომის გაგრძელების საჭიროებაზე და უკრაინისთვის მთელი ჩვენი მხარდაჭერის აღმოჩენაზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მის ბრძოლაში. უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, ჩვენ მივაწვდით მას. თუ ომი გაგრძელდება, ჩვენც გავაგრძელებთ მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, შევთავაზე მომდევნო ტრანში. ეს არის პოლიტიკური შეთანხმება და გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში მიიღებენ, მაგრამ დღეს მინისტრები ამაზე დათანხმდნენ. მაგიდაზეა წარმოდგენილი ერთობლივი წინადადება, რომელიც კიდევ უფრო მეტი ზომების დაწესებას ითვალისწინებს, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას სანქციებისგან თავის არიდების საშუალებები. ეს სანქციები მუშაობს. რუსეთის ეკონომიკაზე მწვავედ აისახა. რა თქმა უნდა, ეს არ შეაჩერებს ომს ერთ ღამეში, მაგრამ ამ სანქციების შედეგები ძალიან ბევრ ეკონომიკურ პრობლემას შეუქმნის რუსეთს“, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები