ტეხასში მექსიკელი ნარკობარონის შვილი დააკავეს

ტეხასში მექსიკელი ნარკობარონი „ელ მაიო“ და „ელ ჩაპოს“ ვაჟი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.  ამავე ცნობით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა (FBI) და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საგამოძიებო (HSI) სააგენტოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტეხასში, ელ-პასოში, მექსიკელი ნარკობარონი ისმაელ „ელ მაიო“ სამბადა და მისი ყოფილი პარტნიორის ვაჟი, ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანი დააკავეს.

სამბადა მექსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკომოვაჭრეა და წარსულში სინალოას კარტელი „ელ ჩაპოსთან“ ერთად დააარსა.

მსგავსი თემები