„ასეულობით პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, ცნობილი პირების მონაწილეობით“- შსს ბლოგერის და მისი მეუღლის დაკავებაზე

შს სამინისტროში, ცოტა ხნის წინ ბრიფინგი ჩატარდა, იმის  შესახებ თუ რატომ მოხდა სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის დაკავება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, წყვილი  სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად უკანონოდ იღებდა და ინახავდა ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს.   უწყების ცნობით, მათი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას  აღმოჩენილ იქნა ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომელშიც ცნობილი პირებიც მონაწილეობდნენ.

„ბრალდებულმა პირებმა, უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია. სამართალდამცველების მიერ ინტიმური შინაარსის მქონე მასალების შემცველი ფაილების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ მათზე აღბეჭდილნი არიან როგორც საქართველოს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ ჩანაწერებში ფიგურირებეს.საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა“- განაცხადეს უწყებაში.

შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციამ უ.ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან ასევე, ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა სპეციალური საშუალებები, გარდა ამისა ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რომლებსაც დაკავებული უკანონოდ ინახავდა.

შსს ბლოგერს და მის მეუღლეს ინტიმური ხასიათის ჩანაწერების გადაღებაში ადანაშაულებს

მსგავსი თემები