„თბილისი რუსების ევროპაში შემოყვანის ჰაბად აქცია“ – ჯოზეფ ბორელი საქართველოზე

„ვწუხვართ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რამაც თბილისი რუსების ევროპაში შემოყვანის ჰაბად აქცია“ – წერს  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ.

უმაღლესი კომისარი ამბობს, რომ საჭიროა მეტი ჩართულობა რუსეთის ჰიბრიდულ აქტივობებთან დასაპირისპირებლად.

„ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს ინფორმაციის მანიპულირებისადმი მდგრადობის გაზრდას. ჩემი მესამე გზავნილი ეხებოდა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია. ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიყოთ საქართველოს გვერდით, დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. საქართველოს შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა“ –  ასეთია ბორელის გზავნილი.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ  უფრო გაზარდა პოლარიზაცია“ – ჯოზეფ ბორელი

მსგავსი თემები