ბათუმში საქართველო-საბერძნეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

  •  

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბათუმში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

„ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე  მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა.

მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები“ – აცხადებენ საბჭოში.

მსგავსი თემები