6 თვეში შსს-დან 65 თანამშრომელი დაითხოვეს

 

შს მინისტრის განცხადებით, ის უმკაცრესი იქნება როგორც ოჯახში მოძალადე პოლიციელების მიმართ, ისე მათ მიმართ,  რომლებიც სხვა არაკეთილსინდისიერ ქმედებაში იქნებიან მხილებულები. აღნიშნულის დასადასტურებლად მინისტრმა სტატისტიკა მოიყვაა და აღნიშნა, რომ სისტემიდან 65 თანამშრომელი გაუშვეს.

„გენერალური ინსპექციის მიერ  6 თვის განმავლობაში გამოვლენილია 800 სამართალდარღვევა, აქედან 65 ადამიანი დათხოვნილია სამინისტროდან და ძირითადად ისინი საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები არიან. ასევე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო როგორც მაგალითი, რომ იყო პრეტენზია, საყვედური, რიგ შემთხვევაში დასაბუთებული, რომ თითქოს სისტემა  ოჯახში მოძალადე პოლიციელებს ხელს აფარებს. 12 ივლისს ჩვენ მივიღეთ ბრძანება, რომ თუ შს სამინისტროს თანამშრომელს  ოჯახში დანაშაულის ფაქტი დაუდასტურდება და ის იქნება ბრალდებული ოჯახში ძალადობაში, ის ავტომატურად დატოვებს შსს-ს რიგებს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები