ბარაკ ობამამ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი

“ბიბისის“ ინფორმაციით, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი. ბარაკ და მიშელ ობამებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ჰარისს აქვს „ხედვა, ხასიათი და ძალა, რასაც ამჟამინდელი კრიტიკული მომენტი მოითხოვს“.

„კვირის დასაწყისში მე და მიშელმა დავურეკეთ ჩვენს მეგობარს, კამალა ჰარისს. ვუთხარით, რომ ვფიქრობთ, ის გახდება შეერთებული შტატების ფანტასტიკური პრეზიდენტი, რომ აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ნოემბერში მან გაიმარჯვოს. ვიმედოვნებთ, რომ შემოგვიერთდებით“- დაწერა ბარაკ ობამა სოციალურ ქსელში.​

მსგავსი თემები