მამუკა მუმლაძე ოფისიდან მერიაში საკუთარი ველოსიპედით დადის

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, მამუკა მუმლაძე სამსახურში ველოსიპედს ინახავს, რომელსაც მერიაში მისასვლელად, ან ახლო მანძილზე გადასაადგილებლად იყენებს.
​ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება:

“ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, მამუკა მუმლაძე ოფისიდან მერიაში საკუთარი ველოთი მიდის. მიცკევიჩიდან შარტავამდე ხომ არ არის შორი, მაგრამ მერიამდე ველოსიპედით მისვლა ავტომობილზე უფრო სწრაფად და კომფორტულად შეიძლება. ახლო მანძილებზე მანქანით მოძრაობა დანაშაულია, ხოლო ველოსიპედით სიარული სასიამოვნოც არის და სასარგებლოცო. თავის ძველ, გერმანულ ველოსიპედს სამსახურში ინახავს და მერიაში, ან ახლო-მახლო საქმეზე ტრანსპორტირებისთვის იყენებს. დღეს ოფისთან გამოვიჭირე და გადავუღე. მეც კი მაგულიანებს: იყიდე, მეორადი იაფია და ერთად ვიაროთო, მაგრამ ჯერ ვერ დამიყოლია”, – წერს ფეისბუქში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი მირიან ლებანიძე.

მსგავსი თემები