„ოპოზიცია რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე ალაპარაკდა“- პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის რიტორიკა რუსეთის დასანქცირებასთან დაკავშირებით შეცვლილია. როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ისინი  რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ.

„ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას, ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების პოლიტიკის მიმართ. ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან  მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. ცხვრის ქურქის მოსხმის ეს ტაქტიკა ოპოზიციისგან  ახალი არაა. ეს მათი ნირი და წესია“- ამბობს პაპუაშვილი.

 

მსგავსი თემები