„საგზლად აქვთ ერთი პური და თხილი“- სვანეთში ახალგაზრდები ექვსი დღეა დაკარგულები არიან

სვანეთში ორ ახალგაზრდას ადგილობრივები მე-6 დღეა ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილობრივი ანა წერედიანი ვარაუდობს, რომ დაკარგულები არ იმყოფებიან კარგ მდგომარეობაში, რადგან მათ საკვების მარაგი არა აქვთ.

„უკვე მეექვსე დღე გამოდის და საგზლად აქვთ წაღებული ერთი პური და თხილი. სავარაუდოდ, ახლა არ არიან კარგ მდგომარეობაში და ყოველი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია“- ამბობს ანა წერედიანი.

 

სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ვერტმფრენით ეძებენ

მსგავსი თემები