ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ოფიციალური წერილით მიმართა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ოფიციალური წერილით მიმართა, ევროკომისრების თანამდებობებზე თავიანთი ქვეყნების კანდიდატურები წარადგინონ.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს აგვისტოს ბოლომდე აქვთ ვადა, შეარჩიონ პოტენციური ევროკომისრები, რომლებთანაც ინტერვიუებს უკვე ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩაატარებს.

თითოეულ ქვეყანას ერთი კომისარი ჰყავს. გერმანიიდან ეს კანდიდატი არის თავად ურსულა ფონ დერ ლაიენი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი კი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი იქნება. ევროკომისართა ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების შემდეგ ისინი პოსტზე ოფიციალურად ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, სადაც კენჭისყრამდე ამ კანდიდატურების მოსმენა გაიმართება.

მსგავსი თემები