„უკრაინაში ომის ცხელი ფაზა, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს”- ზელენსკი

„უკრაინაში ომის ცხელი ფაზა, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს ოკუპირებული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნების გარეშე“ – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინა ამზადებს საპასუხო გეგმას, რომელსაც შესთავაზებს რუსეთს.

„თუ ჩვენ ერთიანები ვიქნებით და მივყვებით, მაგალითად, სამშვიდობო სამიტის ფორმატს, შეგვიძლია დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი. შეგვიძლია, ვეცადოთ ამის წლის ბოლომდე გაკეთებას. გეგმა ნებისმიერ შემთხვევაში მზად იქნება, მაგრამ ის უნდა იყოს გაერთიანებული პარტნიორებთან, რათა არავინ ითამაშოს ომის დასრულებაზე თავისი ინიციატივებით და შემდეგ პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც განახორციელებენ ზეწოლას რუსეთზე, რათა რუსეთი დათანხმდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე და იფიქროს ომის დასრულებაზე“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები