“გული გაუჩერდა მექსიკაში, რომ გადაყავდათ”- ვინ არის ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ემიგრანტი

სოცილაურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმავალი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. არსებული ცნობებით, ის აშშ-ში მექსიკის გავლით მიდიოდა და გზაში ძლიერი სიცხისა და უწყლობის გამო გული გაუჩერდა.

„გული გაუჩერდა მექსიკაში, რომ გადაყავდათ ჯგუფთან ერთად, გადამყვანმა 10 კილომეტრის მოშორებით დატოვა და ფეხით მიდიოდნენ. ძალიან ძლიერი სიცხე იყო. სასმელი წყლები, რომლებიც წაიღეს ადუღდა… ვერ გაუძლო იმხელა სიცხეს გზაზე. დავიღალეო, უთხრა ვისთანაც ერთად გადადიოდა, იქ მყოფები ვიდეოს იღებდნენ ახლობლებთან რომ გადაეგზავნათ და ამ დროს ჩანს მობილურით გადაღებულ კადრებში თუ როგორ ხდება ცუდად, ჩამოჯდა და ადგილზევე გარდაიცვალა“- წერს შოთა სიხარულიძე.

გარდაცვლილი ემიგრანტი სენაკელი ხათუნა ცაგურიაა.

 

მსგავსი თემები