„უკრაინა ცდილობს, გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები”- ზელენსკი

„უკრაინა ცდილობს, გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მზადყოფნას, დაუთმოს თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკი ამბობს, რომ აგრესორთან კონფლიქტის გაყინვა, რომელიც შეუნარჩუნებს უკვე დაკავებულ უკრაინულ ტერიტორიას, არ არის კარგი გამოსავალი ომიდან.

„ჩვენთვის წაგება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას. ვიღაც ამბობს: „რა არის შენთვის უფრო მნიშვნელოვანი – ტერიტორია თუ ხალხი?“. როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ჩვენი მიწის 30 პროცენტი შეგვიძლია მივცეთ. ვინ გითხრათ, რომ უფრო შორს არ წავლენ? ვინ თქვა, რომ გაყინული კონფლიქტი იმუშავებს? უკვე იყო გაყინული. ვინ თქვა, რომ პუტინს არ სურს ჩვენი განადგურება? მას უნდა ეს. მას უბრალოდ სურს, რომ საბჭოთა კავშირი კვლავ დაბრუნდეს მისი ხელმძღვანელობით, მისი დარჩენილი დღეების განმავლობაში“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კიმ.

მსგავსი თემები