ირანი პორტ “ჰოდეიდაზე” ისრაელის საჰაერო თავდასხმას გმობს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იემენის.პორტ “ჰოდეიდაზე” ისრაელის საჰაერო თავდასხმას გმობს უწყების პრესსპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, ღაზას სექტორში ჩადენილი დანაშაულებისა და იემენზე თავდასხმების სახიფათო და არაპროგნოზირებად შედეგებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ისრაელსა და მის მხარდამჭერ შეერთებულ შტატებს ეკისრებათ.

ცნობისთვის, ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყა, მათ შორის საწვავის საწყობებს, ენერგეტიკულ ობიექტებს და სხვა ობიექტებს ჰოდეიდას პორტში, რამაც მასიური ხანძარი გამოიწვია.

მსგავსი თემები