ჩინეთის იმპორტ-ექსპორტმა 21 ტრილიონ იუანს გადააჭარბა

ჩინეთმა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლით,  ჩინური პროდუქცია რჩება მაღალი კონკურენტუნარიანი მსოფლიოში.

„მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთის იმპორტმა და ექსპორტმა პირველად გადააჭარბა 21 ტრილიონ, რაც 6,1 პროცენტით მეტია წლიურად. ჩინეთის ძლიერი საგარეო ვაჭრობის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადახედა 2024 წლის ჩინეთის მშპ-ს ზრდის პროგნოზს 5 პროცენტამდე“ – ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ლინ ჯიანმა მედიასთან გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ღია ჩინეთი გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვანი „ძრავაა“.

„მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთში დაარსდა 26,870 უცხოური ინვესტიციების კომპანია, რაც 14,2 პროცენტით მეტია წლიურად. წარმოებაში გამოყენებული უცხოური ინვესტიციები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,4 პროცენტით გაიზარდა. ჩინეთი შვიდი წლის განმავლობაში რჩებოდა საქონლით მსოფლიოში უმსხვილეს მოვაჭრედ, ხოლო ზედიზედ 15 წლის განმავლობაში მსოფლიოში უდიდესი ექსპორტიორი და სიდიდით მეორე იმპორტიორია. ის ზედიზედ 11 წელია მსოფლიოს სამეულშია გამავალი ინვესტიციების წყაროს შორის. ჩვენ მიერ გაცემული დაფინანსებით ისარგებლა 155 ქვეყანამ და რეგიონმა მსოფლიოში“ – აღნიშნა ლინ ჯიანმა.

 

მსგავსი თემები