IT სისტემების შეფერხება მთელ მსოფლიოში – პრობლემა შეექმნა ბანკების, აეროპორტების, სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობას

IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებები დაფიქსირდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პრობლემები შეექმნა ავიახაზების, მედიის, ბანკების, სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობას.

მიზეზი უცნობია, მაგრამ ,,მაიკროსოფტი” ამბობს, რომ შემარბილებელ ზომებს იღებს. ვარაუდობენ, რომ პრობლემა კიბერუსაფრთხოების ფირმა CrowdStrike-ის პროგრამულ უზრუნველყოფაშია.

აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ United Airlines-მა, Delta Airlines-მა და American Airlines-მა ფრენები შეაჩერეს. მიზეზი: გლობალური კომუნიკაციის პრობლემები. ფრენების შეფერხებები დაფიქსირდა ბერლინსა და ესპანეთში.

კიბერ ინციდენტის გამო შეფერხდა ლონდონის საფონდო ბირჟა. პრობლემა შეექმნა აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მუშაობას. ბრიტანული არხი Sky News პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა.

იაპონიის ნარიტას აეროპორტში, ტოკიოდან დაახლოებით 60 კილომეტრში, განაცხადეს რომ ავიაკომპანიებს JetStar, Jeju Air, Qantas, HK Express და Spring Japan პრობლემები აქვთ თავიანთ სისტემებთან.

მსგავსი თემები