ძლიერი სიცხის გამო, საბერძნეთის მთავრობამ ზოგიერთ კომპანიას მოუწოდა დასაქმებულებს ღია სივრცეში მუშაობა აუკრძალონ

ძლიერი სიცხის გამო, საბერძნეთის მთავრობამ ზოგიერთ კომპანიას მიმართა, არ დაუშვან, რომ მზის აქტიურ მონაკვეთში დასაქმებულებმა სამუშაო ღია სივრცეებში შეასრულონ.

სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შუადღიდან 17:00 საათამდე მუშაობა შეჩერდება, კერძოდ, მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებისთვის, საკვების მიმწოდებელიბისა და კურიერებისთვის.

საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურის მატებას 42-43 გრადუსამდე ელოდებიან. მეტეოროლოგების თქმით, ივლისის ბოლომდე ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ დაიკლებს.

მსგავსი თემები