რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

მალტელი პოლიტიკოსი რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა ევროპარლამენტარმა მიიღო, რომელთაგან 562-მა მხარი სწორედ რობერტა მეცოლას დაუჭირა, 61 დეპუტატის ხმა მიიღო ესპანელმა მემარცხენე პოლიტიკოსმა ირენ მონტერომ.

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს. მან ეს თანამდებობაზე პირველად 2022 წლის დასაწყისში დაიკავა.

მსგავსი თემები