„სომხეთის ჰიმნი უნდა შეიცვალოს. შესაცვლელია გერბიც” – ალენ სიმონიანი

„სომხეთის რესპუბლიკის [ეროვნული] ჰიმნი, ადრე თუ გვიან, უნდა შეიცვალოს. ის უნდა იყოს სომხური, ჰქონდეს კავშირი ჩვენს სახელმწიფოსთან და სომხურ მუსიკასთან” – ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა.

„არ ვამტკიცებ, რომ ის უნდა ჩანაცვლდეს დიდი [სომეხი კომპოზიტორის] არამ ხაჩატურიანის მუსიკით, რომელიც, ჩემი აზრით, ბრწყინვალე, უბადლო და მაქსიმალურად სომხურია, მაგრამ არსებული, უცხოეთში დაბადებული ჰიმნის შეცვლის აუცილებლობა აშკარა…

ჩემი აზრით, უნდა ვიმსჯელოთ გერბის შეცვლის საკითხზეც. ყოველ შემთხვევაში, სომხეთი არ შეიძლება იყოს წყლის ქვეშ (როგორც ეს გერბზეა გამოსახული), რაც კაცობრიობის სასჯელი იყო. ლომი არ შეიძლება იყოს Facebook-ის სიმბოლოსავით (ე.წ. “ემოჯივით”), ხოლო ხმალი, რომელიც სომხეთის დასაცავადაა, არ შეიძლება იყოს ჯაჭვით დაბმული“, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.

მსგავსი თემები