,,ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე… შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე” – ოდიშარია

,,ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე… შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე”. ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების” წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტის კითხვას გამოაცხადებს თუ არა ხელისუფლება გამოსახლების შესახებ მორატორიუმს.

,,ანა დოლიძე არ არის ჩემი ლიდერი და ის ენჯეოები, რომლებიც პედალირებენ ყოველთვის და აქსელაციას უკეთებენ ნეგატიურ მოვლენებს და ბავშვებს აღიზიანებენ, ადამიანის გრძნობებზე თამაშობენ, მათი აზრი არ მაინტერესებს. ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე. შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიმსჯელებთ საკითხზე და კიდევ ერთხელ გიმეორებთ მივიღებთ იმ ზომებს, რომლებიც იქნება მისაღები საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მსგავსი თემები