ბოლნისში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლნისში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევას ატარებენ. უწყების ცნობით, არაგეგმურ ინსპექტირება ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის N6 საბავშვო ბაღში.

,,შემოწმება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, შემოწმების პროცესში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია შეტყობინებაში დასახელებული სურსათის/ნედლეულის ნიმუშები. ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

მსგავსი თემები