,,ყარაბაღში გენოციდის რისკი არსებობს” – არარატ მირზოიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში გენოციდის რისკი არსებობს.

„აზერბაიჯანის განმეორებითი აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სამხედრო ტაქტიკა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად არღვევს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სამართალს, წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს სომხებისთვის.

შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენება, ადამიანებისთვის საარსებო საშუალებების ჩამორთმევა, ხელის შეშლა, ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უარყოფა, ჰუმანიტარული საქმიანობის შეფერხება წარმოადგენს სასტიკი დანაშაულის ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს. არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, იურისტებმა, გენოციდის მკვლევრებმა, ცნობილმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა და გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაცია დაახასიათეს, როგორც გენოციდის რისკი“, – განაცხადა მირზოიანი.

მსგავსი თემები