ლვოვზე არაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ლვივზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, 42 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის არის 3 ბავშვი.

რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურდა 30 სახლი, 250-ზე მეტი ბინა, 10 საერთო საცხოვრებელი, უნივერსიტეტის ორი შენობა ბავშვთა სახლი და სკოლა. ასევე დაზიანდა ელექტროსადგური.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მსგავსი თემები