„წაიყვანენ ბავშვს კურორტზე და უკან ფაღარათით ბრუნდებიან“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

„საკურორტო  სეზონთან დაკავშირებით ინფექციების აღმავლობა მაღალია“ – აცხადებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ და იმ მიზეზებზეც საუბრობს, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს.

„საკურორტო  სეზონთან დაკავშირებით ინფექციების აღმავლობა მაღალია, ეს ბუნებრივი ამბავია. ერთი იმიტომ, რომ კურორტებზე მეტი ხალხი იკრიბება ერთად, საუბარია როგორც მთის, ისე ზღვის კურორტებზე. გარდა ამისა, რესტორნებსა და სასტუმროებში როცა ბევრი ხალხია, ჰიგიენური რეჟიმი დარღვეულია. შესაბამისად, კურორტებზე ხშირად გვაქვს დიარეული ინფექციები. სტანდარტული სცენარია რომ წაიყვანენ ბავშვს კურორტზე და უკან ფაღარათით ბრუნდებიან. ამ ყველაფრისთვის აუცილებელია, რომ კურორტებზე ჰიგიენა გაუმჯობესდეს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არ იყოს“ – აღნიშნა ბუწაშვილმამედიცენტრ მთავართან“.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოში “ჩუტყვავილას” აფეთქებაა.

 

მსგავსი თემები