,,მივდივარ აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ის აშშ-ში მიემგზავრება. ეს თებერვალში, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ პირველი ვიზიტია ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

,,მივდივარ აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, მე და ჯო ბაიდენი განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას და ასევე ვიქნები გამოსვლა კონგრესზე და რიგ ორმხრივ შეხვედრებზე”,- წერს ზელენსკი ”ტვიტერზე”.

მსგავსი თემები