,,მჯერა, რომ რუსეთს პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი არ აქვს”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მას სჯერა, რომ რუსეთს პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, რსებული სიტუაცია გამოძიებას საჭიროებს.

„რუსეთი ამბობს, რომ მათ ამასთან კავშირი არ აქვთ, ბაიდენმა თქვა, რომ ეს რაკეტები არ არის რუსული, რაც აჩვენებს, რომ ამას რუსეთთან კავშირი არ აქვს“, – განაცახდა ერდოღანმა ბალიზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

ერდოღანის განცხადებით, ინდონეზიიდან თურქეთში დაბრუნების შემდეგ, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გეგმავს საუბარს.

მსგავსი თემები