ხანძარი კანადაში – ევაკუირებულია 25 000-მდე ტურისტი და ადგილობრივი

კანადაში, ძლიერმა ხანძარმა ისტორიული ქალაქის, ჯასპერის დიდი ნაწილი სრულად გაანადგურა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქალაქის ოფიციალური პირების განცხადებით, ცეცხლი კვლავ უკონტროლოა და მეხანძრე-მაშველები რაც შეიძლება მეტი შენობის გადარჩენას ცდილობენ.

მედიის ინფორმაციით, დასავლეთ კანადაში, ჯასპერის ნაციონალური პარკის მთავარი ქალაქის ცენტრალური ქუჩები სრულიად გადამწვარია. სახლებისგან და ქუჩაში გაჩერებული მანქანებისგან მხოლოდ ფერფლი დარჩა. ხანძრის შედეგად გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რეგიონიდან 20 000 ტურისტის და 5 000 ადგილობრივის ევაკუაცია მოახდინა. ჯასპერის ნაციონალური პარკი, ზაფხულის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის შენობების 30-50 პროცენტი სრულად განადგურებულია. ზარალის მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს.

მსგავსი თემები