ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული 1,5 მილიარდი ევრო გადასცა

ვროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში 1.5 მილიარდი ევრო გადასცა. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

„კრემლის ფულისთვის უკეთესი სიმბოლო და უკეთესი გამოყენება არ არსებობს, ვიდრე უკრაინა და მთელი ევროპა საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად აქციოს“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას და თანხა უკრაინის თავდაცვისთვის და აღდგენისთვის არის განკუთვნილი.

 

 

მსგავსი თემები