„განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის?“- პაპუაშვილი

„განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის?“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციას მოსახლეობა ყველგან მოსთხოვს პასუხს.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად დადგა მომენტი, როდესაც მათ მოუწევთ, რომ მოსცილდნენ საკუთარ ფეისბუკ-გვერდებს, გამოვიდნენ საკუთარი ტელევიზიების სტუდიებიდან და ხალხს დაელაპარაკონ.  და განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის? დაბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?“

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საზოგადოებამ ოპოზიციის „ფარისევლური“ სახე დიდი ხანია ამოიცნო.

„ხალხის რისხვის პირველი ტალღა მათ ამ დღეებში უკვე მიიღეს. დაინახეს, რომ ხალხი ხელისუფლების წინდახედულ პოლიტიკას უჭერს მხარს და სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა ყველა ვინც ომში მიგვაქანებდა მშვიდობაზე ალაპარაკდა, ყველა ვინც ქართველ გლეხებს და მეწარმეებს გაკოტრების გზაზე დაყენებას უპირებდა, დღეს რუსეთთან ვაჭრობაზე ალაპარაკდა.  მაგრამ ქართველმა ხალხმა მათი ფარისევლური სახე დიდი ხანია ამოიცნო. ბოლო ორი წელი საუკეთესო ლუსტრაცია იყო იმისთვის, თუ სად დგება ოპოზიცია კრიტიკულ მომენტებში. დრომ დაადასტურა, რომ არც ერთ საბედისწერო მომენტში ოპოზიციას და მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართველი ხალხის მხარე არ დაუჭერია. ყოველ ჯერზე ისინი უყურებდნენ არა იმას, თუ რა სჭირდებოდა ჩვენს ხალს, არამედ იმას თუ რას სჭირდებოდათ სხვებს და რომელ სიტყვად თუ ნაბიჯს შეუქებდნენ გარედან“- ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები