თეთრ სახლში ბაიდენისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს ისრაელის მხარდაჭერისთვის.

„ბატონო პრეზიდენტო, ერთმანეთს 40 წელია, ვიცნობთ და თქვენ იცნობთ ყველა პრემიერ-მინისტრს, ვინც 50 წლის განმავლობაში ყოფილა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ 50-წლიანი საჯარო სამსახურისთვის და ისრაელის სახელმწიფოს 50-წლიანი მხარდაჭერისთვის“, – მიმართა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება ჯო ბაიდენთან მუშობის გაგრძელებას მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ლიდერებს სასაუბრო ბევრი აქვთ.

მოგვიანებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შეხვდება, ხოლო 26 ივლისს ნეთანიაჰუ მოლაპარაკებებს გამართავს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

მსგავსი თემები