„სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობი აღმოჩენის“- სეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით,მიიღო „საინფორმაციო შეტყობინება რეაგირებისთვის“, რომელიც იტალიური ბრენდის NAMEDSPORT მიერ წარმოებულ სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის ფაქტს შეეხება. ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.

„იტალიის კომპეტენტური ორგანოს მიერ ბიზნესოპერატორთან – NAMEDSPORT განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისას, სხვადასხვა დასახელების პროტეინის ფილაში  – THUNDER BAR Exotic Coconut Flavour  – 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour  – 50g, THUNDER BARExcellent Pistachio Flavour  – 50g (ვარგისიანობის ვადა 31.10.24) აღმოჩნდა ობი. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ მწარმოებელმა მყისიერად გაააქტიურა ზემოაღნიშნული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცედურები. საქართველოში აღნიშნული დასახელების სურსათის – პროტეინის ფილების იმპორტი 2023 წელს, შპს „პსპ ფარმას“ მიერ განხორციელდა.  შეტყობინების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს „პსპ ფარმას“ (ს/კ: 202203123, მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი N148) კუთვნილ ობიექტში. ბიზნესოპერატორს აეკრძალა სურსათის (THUNDER BAR Exotic Coconut Flavour – 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour – 50g, THUNDER BAR Excellent Pistachio Flavour – 50g (ვარგისიანობის ვადა:31.10.24) რეალიზაცია და დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა, ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა/დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.  აღნიშნულ პროცესებზე ზედამხედველობას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს“- ნათქვამია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია არ შეესაბამება სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელი ფილების გამოყენება სასურსათო დანიშნულებით არ შეიძლება.

 

მსგავსი თემები