ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსხვერპლი მოჰყვა

ბათუმი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევა სოფელ წონიარისთან მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს, მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა.

ადგილზე სამაშველო და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.ფაქტზე გამოძიება სისხლის  სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები