ტერორისტული აქტი ავსტრიაში, ქალაქში სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

დაღუპულია 3 და დაშავებულია 15 ადამიანი. ვენაში შეიარაღებულ თავდამსხმელებს ამ დრომდე ეძებენ, რომლებიც ქალაქში გადაადგილდებიან. ქვეყნის ხელისუფლება მომხდარ თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს და ყველას მოუწოდებს, სახლიდან გარეთ არ გავიდნენ, რადგან, თავდამსხმელები ქუჩაში გადაადგილდებიან და საფრთხეს წარმოადგენენ.   

”ამ დროისთვის, შემიძლია დავადასტურო, რომ ეს აშკარა ტერაქტია”, – აცხადებს შს მინისტრი. ვენაში სპეცოპერაცია მთელ ქალაქში მიმდინარეობს.

ტერორისტებმა თავდასხმა ვენაში, სინაგოგასთან განახორციელეს. დაშავებულია არაერთი ადამიანი. ასევე, ლიკვიდირებულია ერთ-ერთი თავდამსხმელი. თავდასხმა ექვს სხვადასხვა, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. რამდენიმე დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ავსტრიას სოლიდარობას მსოფლიო ლიდერები უცხადებენ.

მსგავსი თემები