ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან

ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა დოლიძე და ლევან ცუცქირიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. ამის შესახებ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ისინი პრეზიდენტს კოალიციის გეგმას გააცნობენ.

“პრეზიდენტთან გვაქვს შეხვედრა ჩვენი თხოვნით, რომ მას გავაცნოთ კოალიციის გეგმები, ის ნაბიჯები რომელიც უნდა გადავდგათ. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი მის კომპეტენციაში ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის გზაზე. პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მოვიაზრებთ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლაში და შესაბამისად, ეს შეხვედრაც ამ მიზნით არის დაგეგმილი”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

მსგავსი თემები