„კამალა ჰარისთან დებატები მსურს“- ტრამპი

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოწინააღმდეგესთან, კამალა ჰარისთან დებატები სურს.

„მე ჯო ბაიდენთან დებატებს დავთანხმდი, მაგრამ მე მასთან (კამალა ჰარისი) დებატები მსურს. მათ მსგავსი პოლიტიკა აქვთ. ვფიქრობ, დებატები საპრეზიდენტო რბოლისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ დებატების ABC-ის ეთერში გამართვის იდეა არ მოსწონს და ერთზე მეტ დებატში მონაწილეობის მზადყოფნაც გამოთქვა.

 

მსგავსი თემები