„ეს ხელს არ უწყობს მშვიდობას“ – ჩინეთი პენტაგონს პასუხობს

პენტაგონმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც არის გაფრთხილება არქტიკის რეგიონთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია, რომ შეინიშნება მზარდი თანამშრომლობა ჩინეთთან და რუსეთთან ვაჭრობისა და სამხედრო სფეროებში.

აღნიშნულ მოხსენებას, ჩინეთში უპასუხეს და განაცხადებს, რომ ჩინეთი დაინტერესებულია არტიკასთან თანამშრომლობით.

„ჩინეთი დაინტერესებული მხარეა არქტიკის საქმეებში და ყოველთვის მიჰყვება პატივისცემის, თანამშრომლობას, მომგებიან ურთიერთიბებს, მდგრადობას და თანამშრომობას სხვადასხვა მიმართულებით.

ჩვენ ყოველთვის ერთგული ვართ არქტიკის მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.

შეერთებულმა შტატებმა არასწორად წარმოადგინა ჩინეთის არქტიკული პოლიტიკა და თითი დაუქნია ჩინეთის ნორმალურ საქმიანობას არქტიკაში, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ეს ხელს არ უწყობს მშვიდობას, სტაბილურობას და თანამშრომლობას არქტიკაში. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამას“ – განცხადეს ჩინეთის საგარეო სამეთა სამინისტროში.

 

მსგავსი თემები