რუსეთმა იაპონიის 13 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ოფიციალური ტოკიოს მიერ დაწესებული სანქციების პასუხად, რუსეთმა იაპონიის 13 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები დაუწესდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტს ტანაკა აკიჰიკოს, Toyota Motor Toyoda Akio-ს საბჭოს თავმჯდომარეს, Rakuten-ის კორპორაციის დამფუძნებელ მიკიტანი ჰიროშისა და სხვებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ იაპონიის დაწესებული სანქციებია”.  სანქცირებულ მოქალაქეებს რუსეთში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ.

ინფორმაციისთვის, რუსეთმა დღეს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც დაასანქცირა.

მსგავსი თემები