ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საფრანგეთში მიემგზავრება

მასპინძელი ქვეყნის – საფრანგეთისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიწვევით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი საფრანგეთში გაემგზავრება.

ჰან ჟენგი ჩინეთის პრეზიდენტის –  სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენელი იქნება, რომელიც 26 ივლისს, პარიზში 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას და სხვა ღონისძიებებს დაესწრება.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სპორტის განვითარებას და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში.

„ვიცე პრეზიდენტი ჰან ჟენგი დაესწრება პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას და სხვა ღონისძიებებს, როგორც პრეზიდენტის სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენელი. ეს სრულად აჩვენებს, თუ რამდენად აფასებს და მხარს უჭერს ჩინეთი საერთაშორისო ოლიმპიურ საქმეს და საფრანგეთის მუშაობას, როგორც თამაშების მასპინძელს. ჩვენ ვუსურვებთ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებს სრულ წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ თამაშები მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს გლობალურ გაერთიანებას და თანამშრომლობას“ – განაცხადა პრეს სპიკერმა მაო ნინმა

 

 

 

მსგავსი თემები