„ნატო-ს ახალი სამეთაურო ცენტრი მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს“ – სტოლტენბერგი

„უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი ნატო-ს ახალი სამეთაურო ცენტრი მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დიდ ბრიტანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ სამეთაურო ცენტრი სექტემბერში ამოქმედდება. მისია 700 ადამიანისგან შედგება, რომელსაც სამვარსკვლავიანი გენერალი უხელმძღვანელებს. ის უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერასა და დახმარებას აღმოუჩენს, ასევე, ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევას კოორდინაციას გაუწევს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, გერმანიაში, ვისბადენში, ნატო-ს ახალი მისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მიიღეს.

მსგავსი თემები