პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილის უსმენენ

ამ წუთებში პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ. მან თქვა, რომ არჩევის შემთხვევაში აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს საკანონმდებლო ორგანოსთან.

,,პროკურატურის ინსტიტუციური სიძლიერე და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობა უკეთესი საპროკურორო საქმიანობის უპირობო გარანტიაა. მნიშვნელოვანია პროკურორს ჰქონდეს კარიერული განვითარების გამჭვირვალე სისტემა, საკუთარი პოზიციის და სტატუსის დაცვის საკმარისი გარანტიები და ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველმყოფი მითითებები”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

კომიტეტის შემდეგ საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გადაინაცვლებს.

მსგავსი თემები