მეთიუ  მილერი ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კომენტარს გამოეხმაურა

“პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას სთხოვა, სპეკულაციისგან თავი შეეკავებინათ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი” – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მეთიუ მილერი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის“.

„არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ გამოძიების შესახებ ისაუბრეს, იმის შესახებ რაც იციან და რაც არ იციან. როგორც მე მესმის, ისინი ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ გაგრძელდება. ისევე, როგორც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები, ფაქტების გაგებამდე. ვფიქრობ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი“- განაცხადა მეთიუ მილერმა.

მეთიუ მილერი კრემლის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ მის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია“.

მსგავსი თემები