“გაუმარჯოს ევროპულ სულს”- მაკრონი სალომე ზურაბიშვილზე

“გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს”- ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ზე წერს და ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბისვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მილოცვას „ბასტილიის დღესთან“ დაკავშირებით.

მაკრონი სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.

„მადლობა ამ სურვილებისთვის, ძვირფასო სალომე. გაუმარჯოს ფრანგულ სულს და მის მატარებელ ღირებულებებს: თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას. და გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს“ – წერს მაკრონი.

მსგავსი თემები