გიორგი მიქაუტაძე „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა

ტურნირის ისტორიაში პირველად  საუკეთესო მეგოლე ქართველი ფეხბურთელი გახდა. გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლის ავტორია, ისევე როგორც კიდევ ხუთი სხვა მოთამაშე. ქართველმა თავდამსხმელმა სამივე ჯგუფურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი – თურქეთთან, ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და მერვედფინალამდე ლიდერობდა.

გიორგის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში შემდეგ სხვები წამოეწივნენ. ქართველის გადასწრება ფინალის მონაწილეებს, ინგლისის ნაკრების კაპიტანს, ჰარი კეინსა და ესპანელთა შემტევს, დანი ოლმოს შეეძლოთ. თუმცა თამაში ისე დასრულდა, თავი ვერცერთმა გამოიჩინა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საამაყო ფურცელი დაიწერა – ევრო 2024-ის თანაბომბარდირი ქართველი თავდამსხმელია.

მსგავსი თემები