“ოცნებამ პრაქტიკულად შეგვაგდო გალიაში მტაცებელთან”- სააკაშვილი

„ბრიუსელმა ოფიციალურად შეაჩერა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ეს არის კატასტროფა პირველ რიგში თითოეული ქართველის უსაფრთხოებისთვის“ – ამის შესახებ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი ამ „გალიიდან“ გაქცევაა 26 ოქტომბერს.

“ოცნებამ” პრაქტიკულად შეგვაგდო გალიაში მტაცებელთან, ყოველგვარი ზედამხედველების გარეშე. ჯერჯერობით მტაცებლის ყურადღება სხვაგანაა გადატანილი, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენთვის მოიცალოს და გადაგვსანსლოს, ისე რომ მომკითხავიც არავინ იქნება.
ერთადერთი გამოსავალი ამ გალიიდან გაქცევაა 26 ოქტომბერს”- წერს სააკაშვილი.

მსგავსი თემები